ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/504488
სათაური: ქართველ მუსლიმანთა ჯგუფი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ქართველი მუსლიმები
გოგიბერიძე, მემედ (1882-1937)
თხილაიშვილი, ჰასან დედორეს ძე (1891-1942)
ბეჟანიძე, მემედ სეფერის ძე
აბაშიძე, ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი (1875-?)(
ქიქავა, ჯემალ
შაშიკაშვილი, იბეთ
აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1965)
თავდგირიძე, ოსმან (1938-1909)
აბაშიძე, ასლან (ასლან ბეგი) იბრაჰიმის ძე (1877-1924)
აბაშიძე, რიზა (1879-?)
გამოცემის თარიღი: 1917
რეზიუმე: ფოტოზე მარცხნიდან პირველ რიგში პირველი: მემედ გოგიბერიძე - თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, რევოლუციონერი. ქართველ მუსლიმთა რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის საპატიო წევრი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 1919 წლიდან ეხმარებოდა ბოლშევიკებს; მეორე: ჰასან თხილაიშვილი - ქართველი პოეტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე აჭარაში. აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რაიონში ქართული სკოლების გახსნისთვის; მეორე რიგში პირველი: მემედ ბეჟანიძე; მესამე: ზია აბაშიძე - თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ზია აბაშიძე იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე; მეოთხე: ჯემალ ქიქავა; მეხუთე: იბეთ შაშიკაშვილი; მეექვსე: ჰაიდარ აბაშიძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918–1920 წლებში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. იყო სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წევრი; მესამე რიგში პირველი: ოსმან თავდგირიძე (ოსმან ფაშა) - სამხედრო პირი, ქვემო აჭარის მმართველი XIX საუკუნის შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი "აჭარელ ოსმან-ფაშად" წოდებული. ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი; მეოთხე: ასლან აბაშიძე - ქართველი გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა სამხედრო რაზმს. იბრძოდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში; მეშვიდე: რიზა აბაშიძე - დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, სამხედრო პირი.
აღწერილობა: გურამ შარაძის კაბინეტი
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:დეპოზიტარიუმი

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
2693.jpgრექტო125.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2694.jpgვერსო49.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2723.jpgვერსო100.77 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
2724.jpgვერსო58.16 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება