ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/506037
სათაური: პანტელეიმონ გედევანიშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი ოჯახთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
გედევანიშვილი, პანტელეიმონ გედევანის ძე (?-1924)
გედევანიშვილი, დიმიტრი პანტელეიმონის ძე (1884-1958)
მახარობლიძე, სინკლიტიკია ივანეს ას.
გედევანიშვილი, ლევან დიმიტრის ძე
გედევანიშვილი, მურმან დიმიტრის ძე
ჩერნიში, ევგენია (ჟენია)
გამოცემის თარიღი: 1923
რეზიუმე: პანტელეიმონ გედევანიშვილი - სასულიერო პირი, გორის მაზრის სოფ. კავთისხევის დეკანოზი. დიმიტრი გედევანიშვილი - ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ფუძემდებელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. თსუ-ს მიწათმოქმედების და ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ნიადაგმცოდნეობისა და მიწათმოქმედების კათედრის ხელმძღვანელი. 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხებზე. სინკლიტიკია მახარობლიძე - დიმიტრი გედევანიშვილის პირველი მეუღლე. ლევან გედევანიშვილი - ფიზიკოსი, თსუ-ს პროფესორი, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი, თსუ-ს პრორექტორი. იალბუზზე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დამაარსებელთაგანი. 70-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და ორი საუნივერსიტეტო I ხარისხის პრემიის მფლობელი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
აღწერილობა: მარცხნიდან: ჟენია ჩერნიში, პანტელეიმონ გედევანიშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი, სინკლო მახარობლიძე, ლევან გედევანიშვილი და მურმან გედევანიშვილი
მფლობელი: ნინო გედევანიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Gedevanishvili-042.jpgრექტო200.87 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Gedevanishvili-043.jpgვერსო167.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება