ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/508989
სათაური: ჯავა ჭეიშვილი და გელა ღაჭავა
სხვა სათაური: სერია - მე და ის
ავტორები: ღაჭავა, გელა გაბოს ძე (1966)
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჭეიშვილი, ჯავა (1940-2019)
ღაჭავა, გელა გაბოს ძე (1966)
მხატვარი
გამოცემის თარიღი: 10-Aug-2016
რეზიუმე: ჯავა ჭეიშვილი (3.09.1940, სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთი-2019) - ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 1998 წელს მიიღო საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი და პრემია, წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის.იყო საკავშირო მხატვართა კავშირის წევრი (1976-1990), არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1976 წლიდან. 1961 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; გამართული აქვს 2 პერსონალური გამოფენა. მონაწილეა ჯგუფური გამოფენების, ფერმწერთა საკავშირო და საერთაშორისო პლენერების, ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერების. იგი მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის თოჯინების თეატრში. მისი ნამუშევრები დაცულია ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში (ქუთაისი), კერძო კოლექციებში (საქართველო, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია).
აღწერილობა: ფოტო გადაღებულია ქუთაისში, საგამოფენო დარბაზ "ვარლაში".
მფლობელი: გელა ღაჭავა
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Java_Tcheishvili&Gela(Gela_Ghatchava).jpgრექტო272.77 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება