ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51564
სათაური: დავით მდივანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
მდივანი, დავით ბუდუს ძე (1909-1937)
რეპრესირებული
რეზიუმე: დავით მდივანი - პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი. საქსოფლელექტროს ინჟინერ-ელექტრიკოსი. დაპატიმრებულია 26.10-1936 წ. საქ.სსრ შინსახკომის სახ.უშიშროების სამმართველოს ეკონომიკური განყ-ის მიერ. დაპატიმრების საფუძველი გახდა ამიერკავკასიის სფსრ უშიშროების კომიტეტის სამმართველოს საიდუმლო პოლიტგანყ-ის საქართველოს საკითხთა სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგლიძის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ალექსანდრე ირაკლის ძე წულუკიძესთან მჭიდრო კავშირში იმყოფება ტროცკისტის, ბუდუ გურგენის ძე მდივნის ვაჟი, ტუღუში, იგივე დათიკო ბუდუს ძე მდივანი, რომელიც იყო ცენტრისა და კოტე ცინცაძის სახელობის ტიპოგრაფიის რედკოლეგიის წევრი, აგრეთვე იგი აკორექტირებდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ დოკუმენტებს. დ.ბ. მდივანი კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციაში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მელა“, ითვლებოდა აქტიურ არალეგალ მუშაკად, ამარაგებდა ორგანიზაციას არალეგალური ტროცკისტული ლიტერატურით, ატარებდა ინსტრუქტაჟს. „მელას“ ხელმძღვანელობით ქ. თბილისში ორგანიზებული იყო რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება, რომლებშიც 40 კაცზე მეტი იყო გაერთიანებული. დ. ბ. მდივანმა თავი დამნაშავედ ცნო. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 11.07-1937 წლის განჩინებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
45166_mdivani_daviTi_budu_1.jpg104.27 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება