ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/516664
სათაური: ირაკლი გაბაშვილი და ალიკ არუტიუნოვი
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
გაბაშვილი, ირაკლი (1937-1999)
არუტიუნოვი, ალიკ
რეზიუმე: ირაკლი გაბაშვილი - გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, კინოს მხატვარი. ირაკლი გაბაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში, საქართველოში. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე. 1966-1968 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1963-1971 წლებში გაბაშვილი იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის წამყვანი დიზაინერი. 1971 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1971-1977 წლებში იყო სოლანის ხელმძღვანელი. 1977-1984 წლებში იყო ხალხური რეწვისა და სუვენირების სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტულ-მხატვრული ლაბორატორიის დირექტორი. ირაკლი გაბაშვილის შექმნილია ბორჯომის ბიუვეტი მინერალურ წყაროზე, ასევე გაფორმებული აქვს დასასვენებელი სახლი და სანატორიუმი „ფირუზი“. სიცოცხლის ბოლო წლებში ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. მისი მნიშვნელოვანი სერიებია: „ძველი თბილისი“, „ზოდიაქოს ნიშნები“, „ნიუ“, „კატები“. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კიევსა და ვილნიუსში; ნიკოლოზ გაბაშვილი - ინჟინერი
მფლობელი: მარიამ გაბაშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Foto-015.jpg212.33 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება