Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51710
Title: გიორგი ხუნაშვილი
Keywords: პორტრეტი
ხუნაშვილი, გიორგი სიმონის ძე (1906-
რეპრესირებული
Abstract: გიორგი ხუნაშვილი - გამოკვეთილი საქმიანობა არა აქვს. მუშაობდა ქ. გურჯაანში, МОПР-ში (Международная организация помощи борцам революци - რევოლუციის მებძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია). ბრალად დაედო, რომ 1927-1928 წწ. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი 26 კომისრის რაიონში (ავლაბარი), მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ არალეგალურ შეკრებებში, თავისი ბინა დათმობილი ჰქონდა არალეგალური თავყრილობებისთვის, ამარაგებდა კონტრრევოლუციურ დაჯგუფებას არალეგალური ლიტერატურით, მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებებში, რომლებზეც განიხილებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების საკითხი. ისარგებლა იმით, რომ თავის დროზე არ იყო გამოაშკარავებული, დაფარა თავისი ტროცკისტული წარსული და 1929 წელს შეაღწია კპ (ბ) რიგებში, თუმცა ბოლო დრომდე არ წყვეტდა კავშირს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებსაც ტროცკისტული კადრების შენაჩუნების მიზნით შეუთანხმდა, რომ არ გაეცათ ერთმანეთი. 1926 წლის სექტემბრის თვეში კვლავ სცადა, აღედგინა კონტრრევოლუციური საქმიანობა, რაც დროებით შეწყდა მისი ხელმძღვანელის, გაბო ქვლივიძის დაპატიმრების გამო. ხუნაშვილმა აღიარა წაყენებული ბრალდება. მიესაჯა 10 (ათი) წლით გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში.
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
45358_xunaSvili_giorgi_simonis Ze_1.jpg132.01 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.