ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51710
სათაური: | გიორგი ხუნაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ხუნაშვილი, გიორგი სიმონის ძე (1906- რეპრესირებული |
რეზიუმე: | გიორგი ხუნაშვილი - გამოკვეთილი საქმიანობა არა აქვს. მუშაობდა ქ. გურჯაანში, МОПР-ში (Международная организация помощи борцам революци - რევოლუციის მებძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია). ბრალად დაედო, რომ 1927-1928 წწ. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი 26 კომისრის რაიონში (ავლაბარი), მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ არალეგალურ შეკრებებში, თავისი ბინა დათმობილი ჰქონდა არალეგალური თავყრილობებისთვის, ამარაგებდა კონტრრევოლუციურ დაჯგუფებას არალეგალური ლიტერატურით, მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებებში, რომლებზეც განიხილებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების საკითხი. ისარგებლა იმით, რომ თავის დროზე არ იყო გამოაშკარავებული, დაფარა თავისი ტროცკისტული წარსული და 1929 წელს შეაღწია კპ (ბ) რიგებში, თუმცა ბოლო დრომდე არ წყვეტდა კავშირს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებსაც ტროცკისტული კადრების შენაჩუნების მიზნით შეუთანხმდა, რომ არ გაეცათ ერთმანეთი. 1926 წლის სექტემბრის თვეში კვლავ სცადა, აღედგინა კონტრრევოლუციური საქმიანობა, რაც დროებით შეწყდა მისი ხელმძღვანელის, გაბო ქვლივიძის დაპატიმრების გამო. ხუნაშვილმა აღიარა წაყენებული ბრალდება. მიესაჯა 10 (ათი) წლით გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში. |
მფლობელი: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
45358_xunaSvili_giorgi_simonis Ze_1.jpg | 132.01 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება