Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/517218
Title: ირაკლი გაბაშვილის სამხატვრო აკადემიის მხატვრული კერამიკის ფაკულტეტის დამთავრების დიპლომი
Keywords: გაბაშვილი, ირაკლი ნიკოლოზის ძე (1937-1999)
Issue Date: 1962
Abstract: ირაკლი გაბაშვილი - გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, კინოს მხატვარი. ირაკლი გაბაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში, საქართველოში. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე. 1966-1968 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაზე. 1963-1971 წლებში გაბაშვილი იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის წამყვანი დიზაინერი. 1971 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1971-1977 წლებში იყო სოლანის ხელმძღვანელი. 1977-1984 წლებში იყო ხალხური რეწვისა და სუვენირების სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტულ-მხატვრული ლაბორატორიის დირექტორი. ირაკლი გაბაშვილის შექმნილია ბორჯომის ბიუვეტი მინერალურ წყაროზე, ასევე გაფორმებული აქვს დასასვენებელი სახლი და სანატორიუმი „ფირუზი“. სიცოცხლის ბოლო წლებში ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. მისი მნიშვნელოვანი სერიებია: „ძველი თბილისი“, „ზოდიაქოს ნიშნები“, „ნიუ“, „კატები“. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კიევი, ვილნიუსი და სხვ.
Owner: მარიამ გაბაშვილი
Appears in Collections:საარქივო მასალები და დოკუმენტები

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Gabashvili_ (16).jpg422.64 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.