Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51741
Title: თამარ წულუკიძე-ახმეტელი
Keywords: პორტრეტი
წულუკიძე-ახმეტელი თამარ გრიგოლის ასული (1903-
რეპრესირებული
Abstract: თამარ წულუკიძე-ახმეტელი - შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დაპატიმრების მომენტისთვის - უმუშევარი. დანაშაულის ხასიათი - მონაწილეობა ხელოვნების ხაზით ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელი საქმიანობის დაჯგუფებაში, რუსთაველის თეატრის შესახებ მთავრობისა და პარტიის დადგენილებების დისკრედიტაცია. დაპატიმრებულია 28.01-1937 წ. საქ.სსრ შინსახკომის მიერ. მოთავსებულია კომენდატურში. წინასწარი გამოძიებისას მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს გადაიბირა კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა.ვ. ახმეტელმა და ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას; კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ჯაშუშ რადომსკისთან, ხოლო მოსკოვში გამგზავრების შემდგომ ჰქონდა მიმოწერა რუსთაველის თეატრის მუშაკთა ნაციონალისტური ჯგუფის წევრებთან თეატრში ძირგამომთხრელი საქმიანობის თაობაზე. სასამართლოზე თ.გ. წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ მისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისას დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 29.06-1937 წ. დადგენილებით მიესაჯა ათი წლით პატიმრობა, 5 წლით უფლების აყრით და პირადი ქონების კონფისკაციით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განწესებით განაჩენი გაუქმებულია და საქმე N 4н-014545/55 შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
45386_wulukiZe-axmeteli_Tamara_grigolis asuli_1.jpg136.27 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.