ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51884
სათაური: | პავლე მელაძე |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი მელაძე, პავლე გრიგოლის ძე (1898-1937) რეპრესირებული |
რეზიუმე: | პავლე მელაძე - დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს დამზადების კომიტეტის რწმუნებულად. დაპატიმრებულია 1937 წლის 20 თებერვალს საქ. სსრ შინსახკომის სახ. უშიშროების სამმართველოს მიერ და მიცემულია სისხლის სამ. პასუხისგებაში საქ. სსრ სსკ 58-10 ნ.1 და 58-11 მუხლების ბრალდებით. გამოძიების პროცესში დამატებით წაუყენეს საქ. სსრ სსკ 58-8 მუხლის ბრალდება, რომ ბრალდებულები პ. მელაძე და გ. შუღაროვი მხილებულნი არიან საქ. სსრ კპ(ბ) ცკ-ს მდივნის, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში. სხდომაზე თავის ბოლო სიტყვაში მელაძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და „რომ პოლიტიკურად უკვე დახვრეტილია, ფიზიკური განადგურება კი მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია...“ გასამართლებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე მიესაჯა დახვრეტა. პ.გ. მელაძის საქმე 03/02-1956 წ. წარდგენილ იქნა რეაბილიტაციაზე საქართველოს სამხედრო პროკურატურაში. |
მფლობელი: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
45532_melaZe_pavle_grigolis Ze_1.jpg | 208.74 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება