ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51911
სათაური: მალაქია ტოროშელიძე
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ტოროშელიძე, მალაქია გიორგის ძე (1880-1937)
რეპრესირებული
რეზიუმე: მალაქია ტოროშელიძე - განათლებით იურისტი. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი. ტოროშელიძე დაპატიმრებულია 09.10-1936 წელს საქ.სსრ შინსახკომის საიდუმლო-პოლიტიკური განყ-ის დადგენილებით. დაპატიმრების მოტივი იყო „კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ საქმიანობა“. ტოროშელიძის ბრალდების საქმის გამოძიება დასრულდა 1937 წლის 29 მაისს. 1937 წლის 14, 16 და 20 ივნისს ტოროშელიძე კვლავ დაჰკითხეს და მან აღიარა დანაშაული, რომ 1935 წელს შევიდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრში, რომელიც ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და ტერაქტების ორგანიზებას, პირველ რიგში კი ბერიას წინააღმდეგ. ჩვენებაში მიუთითა, რომ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში იგი 1935 წელს გადაიბირა ბ. მდივანმა, ამასთანავე დაასახელა მისთვის ცნობილი რიგი პირებისა, რომლებსაც იგი მდივნის ნათქვამით იცნობდა, როგორც კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებს (იმ დროისათვის მათი უმრავლესობა დაპატიმრებული იყო). მან ასევე აღიარა, რომ, მართალია, იყო სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ვარაუდით, ადგილი ჰქონდა მავნებლობას ნავთობმოპოვებაში, მოლიბდენის მოპოვებაში, ბორჯომის ელექტროსადგურის მშენებლობასა და სოფელ დუშეთთან დამეწყრილი რაიონის შემოვლითი გზის მშენებლობაში, მაგრამ არ რეაგირებდა. მიესაჯა დახვრეტა. მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 10/03-1956წ. განჩინებით რეაბილიტირებულია.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
45548_toroSeliZe_malaqia_giorgis Ze_1.jpg136.36 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება