Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/519164
Title: | ირაკლი გაბაშვილი |
Keywords: | პორტრეტი გაბაშვილი, ირაკლი (1937-1999) მხატვარი |
Issue Date: | 1994 |
Abstract: | ირაკლი გაბაშვილი - გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, კინოს მხატვარი. ირაკლი გაბაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში, საქართველოში. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე. 1966-1968 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1963-1971 წლებში გაბაშვილი იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის წამყვანი დიზაინერი. 1971 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1971-1977 წლებში იყო სოლანის ხელმძღვანელი. 1977-1984 წლებში იყო ხალხური რეწვისა და სუვენირების სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტულ-მხატვრული ლაბორატორიის დირექტორი. ირაკლი გაბაშვილის შექმნილია ბორჯომის ბიუვეტი მინერალურ წყაროზე, ასევე გაფორმებული აქვს დასასვენებელი სახლი და სანატორიუმი „ფირუზი“. სიცოცხლის ბოლო წლებში ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. მისი მნიშვნელოვანი სერიებია: „ძველი თბილისი“, „ზოდიაქოს ნიშნები“, „ნიუ“, „კატები“. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კიევსა და ვილნიუსში. |
Description: | ფოტო გადაღებულია თბილისში |
Owner: | მარიამ გაბაშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Irakli_Gabashvili-055.jpg | 196.9 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.