ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51917
სათაური: ბუდუ (პოლიკარპე) მდივანი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
მდივანი, ბუდუ (პოლიკარპე) გურგენის (გიორგის) ძე (1877-1937)
რეპრესირებული
რეზიუმე: ბუდუ(პოლიკარპე) მდივანი - დაპატიმრებამდე საქ. სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბ.გ. მდივნის დაპატიმრების საფუძველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს თაობაზე პარტიული კონტროლის კომიტეტის სრულუფლებიანი კომისიის 02.10-1936 წლის # 218 ოქმის ამონაწერს იმის შესახებ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და სკკპ (ბ) რიგებში აღდგენილი ბ. მდივანი, ატყუებდა პარტიას, საპასუხისმგებლო საბჭოთა სამსახურში მუშაობის კვალდაკვალ აგრძელებდა ურთიერთობას გადასახლებიდან დაბრუნებულ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან, ბოლო 4 წლის მანძილზე მრავალჯერ შეხვდა კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ჰქონდა მათთან პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საუბრები, რაც დასტურდება დაპატიმრებული კონტრრევოლუციონერი ტროცკისტების მ. ოკუჯავას, ლ. გასვიანის, ს.ჩიხლაძისა და სხვათა ჩვენებებით. საქ.სსრ უზენაესი სასამართლოს 1937 წლის ივლისის განაჩენით, ბრალდებულ ბუდუ გურგენის ძე მდივანს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 29 სექტემბრის № 02-ТСБ-1522-56 განჩინებით, ბ.გ მდივანის საქმე შეწყვეტილია რსფსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
45549_mdivani_budu (polikarpe)_gurgenis Ze (giorgis Ze)_2.jpg90.73 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება