ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51951
სათაური: | ანდრია ბუაჩიძე |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ბუაჩიძე, ანდრია გრიგორის ძე (1899- რეპრესირებული |
რეზიუმე: | ანდრია ბუაჩიძე - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი, სასოფლო-სამეურნეო კათედრის დოცენტი. ბრალად დაედო,რომ 1936 წლიდან იყო არალეგალური კ/რ მავნებლურ-ძირგამომთხრელი და დივერსიულ-ტერორისტული მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომელშიც გადაიბირა ცენტრის წევრმა - შ. მათიკაშვილმა. მათიკაშვილის დავალებით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ და გადაბირებით სამუშაოს. აფერხებდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პროცეს, რომელიც აუცილებელი იყო სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის, აფერხებდა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობაში, სტუდენტთა უზრუნველყოფას სტაბილური სასწავლო პროგრამებით, გეგმებითა და სახელმძღვანელოებით. პირადად გადაიბირა ცენტრში შალვა ქორიძე, აკაკი კალაძე, სამსონ მურვანიძე. დაავალა მათ, ეწარმოებინათ კ/რ გადაბირებითი საქმიანობა ინსტიტუტის მომუშავე „უკმაყოფილო" პარტიის წევრებს შორის. უმალავდა პარტიას საკუთარ კ/რ მემარჯვენე საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. |
მფლობელი: | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
45613_buaCiZe_benito_mixeilis Ze_1.jpg | 138.95 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება