ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52037
სათაური: სერგო სემიონოვი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
სემიონოვი, სერგო დიმიტრის ძე (1905-1937)
რეპრესირებული
რეზიუმე: სერგო სემიონოვი - პროფესიით მძღოლი; მუშაობდა საქ. სსრ მუშურ-გლეხური მილიციის სამხარეო სამმართველოში მძღოლად, დაპატიმრებამდე კი თბილისის ხორცკომბინატში მძღოლად. ბრალად დაედო, რომ 1) იყო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომშიც, 1934-1937 წლებში, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; ინფორმირებული იყო და მიღებული ჰქონდა დირექტივა სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ტერორის თაობაზე; 2) შედიოდა საომარ ტერორისტულ დაჯგუფებაში, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ტერაქტი საქ. სსრ კომპარტიის ცკ -ს მდივნის, ბერიას წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ. მიესაჯა დახვრეტა.
მფლობელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
45720_semionovi_sergo_dimitris Ze_1.jpg142.7 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება