ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52513
სათაური: | ივანე (ვანო) ზურაბიშვილი სამუშაო კაბინეტში |
საკვანძო სიტყვები: | პორტრეტი ზურაბიშვილი, ივანე (ვანო) ივანეს ძე (1872-1940) ემიგრანტები |
რეზიუმე: | ივანე (ვანო) ზურაბიშვილი - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. სალომე ზურაბიშვილის პაპა. 1908 - 1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტია. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. სხვებთან ერთად (გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია და სხვ.) იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1921 წლიდან ოჯახიანად ემიგრაციაშია, ჯერ სტამბულში, ხოლო 1924 წლიდან - პარიზში. აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. 1936 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი „საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა". მისი სიკვდილის შემდეგ -1962 წელს, პარიზში გამოვიდა ზურაბიშვილის მოგონებათა წიგნი - „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", რომელიც უძვირფასეს მასალას შეიცავს XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს ისტორიისათვის. შვილები - არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები, ასევე ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. ვანო ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს, პარიზთან ახლოს. დაკრძალულია ლევილში. |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია |
მფლობელი: | სალომე ზურაბიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Ivane_Zurabishvili_3.jpg | 275.94 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება