ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52549
სათაური: | ლევან ზურაბიშვილი და დები დადიანები |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975) დადიანი, სალომე იოსების ასული (1912-1957) ემიგრანტები დადიანი, ეკატერინე (ეკა) იოსების ასული (1907-1973) დადიანი, რუსუდან იოსების ასული (1917-1982) |
რეზიუმე: | ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები. სალომე, ეკა და რუსუდან დადიანები – ქართველი ემიგრანტები. იოსებ დადიანისა და თამარ თარხნიშვილის ქალიშვილები. |
აღწერილობა: | მარცხნიდან: სალომე დადიანი, ლევან ზურაბიშვილი, ეკა და რუსუდან დადიანები. გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია. |
მფლობელი: | სალომე ზურაბიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Dadianebi.jpg | 446.86 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება