ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/526292
სათაური: | ალექსანდრე შატილოვი მეუღლესთან და შვილებთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ოჯახი შატილოვი, ალექსი |
რეზიუმე: | ალექსი შატილოვი - პირველი ქართველი ოფთალმოლოგი ევროპული დიპლომით. ის ოჯახის გაბუნიას - ტატიშვილის ძალიან კარგი მეგობარი იყო. შატილოვმა საქართველოში შექმნა ოფთალმოლოგთა სკოლა, რომელსაც ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი თვალის დაავადებებზე. 1901 წელს შავ ჭირთან მებრძოლ რაზმში სამუშაოდ გაგზავნეს ბათუმში, სადაც დიდი ხანი გაატარა და აქტიური მონაწილე იყო რევოლუციური მოძრაობისა, რისთვისაც ციხეშიც კი მოხვდა. ამ დროს დაუახლოვდა გაბუნიას ოჯახს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შატილოვმა ბათუმში თვალის დაავადებების სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა. ალექსანდრე შატილოვი იყო ბათუმის სახალხო უნივერსიტეტების საზოგადოების თანათავმჯდომარე. 1908 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის ფილიალის წევრი და გამგეობის თანათავმჯდომარე. |
მფლობელი: | ნინო გაბუნია |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Gabunia_Nino-068.jpg | 240.84 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება