ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/52945
სათაური: ლევან ზურაბიშვილი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975)
რეზიუმე: ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები.
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: სალომე ზურაბიშვილი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Levan_Zurabishvili_1.jpg245.82 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება