ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/530474
სათაური: | Гурійское Натуральное вино Бр. Чейшвили гор. Озургеты |
სხვა სათაური: | ძმები ჭეიშვილების გურული ნატურალური ღვინო. ქალაქი ოზურგეთი |
საკვანძო სიტყვები: | ეტიკეტი ღვინის ბოთლის ეტიკეტი ქართული ღვინო გურული ღვინო ნატურალური ღვინო "ძმები ჭეიშვილები" ჭეიშვილი, სოლომონ (1851-1925) ოზურგეთი |
რეზიუმე: | სოლომონ ჭეიშვილი - მეწარმე, საზოგადო მოღვაწე. მისი ძირითადი საქმიანობა ვაზის გაშენება და ღვინის დაყენება-რეალიზაცია იყო. გაშენებული ჰქონდა ციცქა, ცოლიკაური, ჯანი, საფერავი. XIX საუკუნის ბოლოს გაემგზავრა საფრანგეთში, შამპანისა და ბორდოს რეგიონში, სადაც გაეცნო ფრანგი მეღვინეების საქმიანობას. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა დააარსა კომპანია "ძმები ჭეიშვილები". მანქანა-იარაღები და ხელსაწყოები მან ბორდოდან ჩამოიტანა და ოჯახში მინიქარხანა მოაწყო. ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა სქელ ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს "ასკანის ნატურალური ღვინო" ერქვა. სოლომონ ჭეიშვილის ოჯახი და სახლ-კარი ასკანაში 1951 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე და შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. განადგურდა სახლი და ნივთები. ეზოს ტერიტორიაზე ააშენეს სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი). მის საპატივცემულოდ ასკანა–ბახვის არეალში მაღლარი ჯიშის ერთ–ერთ ვაზს "ჭეიშვილის ვაზი" უწოდეს და დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ. |
აღწერილობა: | სოლომონ ჭეიშვილის მიერ წარმოებული ღვინის ბოთლის ეტიკეტი. დაბეჭდილია ტიფლისში |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ეტიკეტები |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Qartuli_Ghvinis_Etiketebi (256).jpg | 93.15 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება