Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/538287
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | გოგებაშვილი, ალექსანდრე (საშა) | - |
dc.coverage.spatial | ქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში. | en_US |
dc.date.accessioned | 2025-03-04T18:13:20Z | - |
dc.date.available | 2025-03-04T18:13:20Z | - |
dc.date.issued | 2025 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/538287 | - |
dc.description | ფოტო გადაღებულია ქუთაისში. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. | en_US |
dc.description.abstract | პაატა მოლორავა (27.06.1959, თბილისი - 24.05.2014, ქუთაისი) - დაიბადა მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „იქ, ჩვენთან“, „წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ვირთხა“, „ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ „ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: „კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება „მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | მილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014) | en_US |
dc.subject | მაჩიტიძე, მამუკა | en_US |
dc.title | პაატა მილორავა და მამუკა მაჩიტიძე | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ეთერი ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
L.Tcholadze 0442.jpg | რექტო | 170.83 kB | JPEG | ![]() View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.