Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/538287
Title: პაატა მილორავა და მამუკა მაჩიტიძე
Authors: გოგებაშვილი, ალექსანდრე (საშა)
Keywords: ჯგუფური ფოტო
მილორავა, პაატა ლევანის ძე (1959-2014)
მაჩიტიძე, მამუკა
Issue Date: 2025
Abstract: პაატა მოლორავა (27.06.1959, თბილისი - 24.05.2014, ქუთაისი) - დაიბადა მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „იქ, ჩვენთან“, „წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ვირთხა“, „ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ „ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: „კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება „მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში.
Description: ფოტო გადაღებულია ქუთაისში. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
Owner: ეთერი ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L.Tcholadze 0442.jpgრექტო170.83 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.