ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54046
სათაური: ლევან და ოთარ ზურაბიშვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
26 მაისი
ემიგრანტები
ზურაბიშვილი, ლევან ივანეს ძე (1906-1975)
ზურაბიშვილი, ოთარ ლევანის ძე (1950- )
საფრანგეთი
პარიზი
ემიგრაცია
გედევანიშვილი, შოთა
ეროვნული სამოსი
ჩოხა
სცენა
დამოუკიდებლობის დღე
რეზიუმე: ლევან ზურაბიშვილი - ინჟინერი. პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე 1949-1951, 1961-1975 წწ. ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძე-მაკაროვას უმცროსი ვაჟი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია. დაამთავრა სენტ-ბარბის კოლეჯი და სამთამადნო-საინჟინრო ინსტიტუტი. 39 წლის განმავლობაში მუშაობდა "სიმკა–კრაისლერში". იყო „ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის“ მდივანი, „ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი; „ქართული ეროვნული ცენტრის", წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს და წმ. ქეთევანის ქართული ორთოდოქსალური ძმობის ერთ-ერთი დამაარსებელი; „თავისუფალ ქართველთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი თავმჯდომარე. მცირე ხნით იყო კორსიკაზე (1960 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა, საფრანგეთში ვიზიტის წინ, მოითხოვა ყველა „თეთრი ემიგრანტის“ ბანაკებში გაგზავნა. საფრანგეთის მთავრობამ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, 1 თვით, სახელმწიფო ხარჯებით კორსიკაზე გაგზავნა კგბ–ს შავ სიაში მოხვედრილი ემიგრანტები, მათ შორის ლევან ზურაბიშვილიც. გარდაიცვალა ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია ლევილში. მეუღლე – ზეინაბ მექის ასული კედია. შვილები – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები. ოთარ ზურაბიშვილი – საფრანგეთში ქართველთა ასოციაციისა და Georgia Proeuropa-ს პრეზიდენტი. შოთა გედევანიშვილი – ქართველი ემიგრანტი.
აღწერილობა: სცენაზე მარჯვნიდან: შოთა გედევანიშვილი (ჩოხაში), ლევან ზურაბიშვილი, იზაბელა (მიხეილ მაკარაშვილის შვილიშვილი) და ოთარ ზურაბიშვილი (მაგიდასთან). გადაღებულია პარიზში, თარიღი უცნობია.
მფლობელი: სალომე ზურაბიშვილი
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
26_maisi.jpg747.5 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება