Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54175
Title: გოგია კენკიშვილი და ხარება ჯიბუტი თანამებრძოლებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჯიბუტი, ხარება სიმონის ძე (?-1937)
კენკიშვილი, გოგია (?-1937)
სიმონიშვილი, ზაალ (ზალიკო)
რაზმი
ტყის ძმები
თოფი
ფალასკა
პატრონტაჟი
სავაზნე ჩანთა
Abstract: გოგია კენკიშვილი - დაიბადა თელავის ახლოს სოფელ გულგულაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის ერთი "ტლუ" ბიჭი ყოფილა, წერა- კითხვის უცოდინარი ბავშვობა და სიჭაბუკე მეძროხედ გაუტარებია. რაღაცაზე ცილი დასწამეს და დააპატიმრეს, მაგრამ 1906 წელს გამოიქცა ციხიდან და შეუერთდა რაზმელებს. გოგია ბოლომდე დარჩა რიგით რაზმელად, მაგრამ დიდი სახელი დატოვა. ხარება სიმონის ძე ჯიბუტი - ზედმეტსახელად "ლეკი" თუში იყო. დაიბადა სოფელ ართანაში. არსებობს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი გურიიდან გადმოსულა კახეთში. მას არავითარი განათლება არ ჰქონია, მაგრამ წერა კითხვა კარგად სცოდნია. ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაუტარებია. 1905 წელს გაუცნია თელავის მაზრაში ცნობილი რევოლუციონერ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე და მისი მეშვეობით დაკავშირებია არალეგალურ წრეებს. სიდამონიძის დავალებით ხარება ხშირად ჩამოდიოდა თბილისში პარტიული დავალებების შესასრულებლად
Description: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია. მარცხნიდან: ხარება ჯიბუტი, მესამე - ზალიკო სიმონიშვილი. ზის: გოგია კენკიშვილი
Owner: თელავის ისტორიული მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Tyis_Dzmebi-015.jpgრექტო199.38 kBJPEGThumbnail
View/Open
Tyis_Dzmebi-016.jpgვერსო224.89 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.