ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54175
სათაური: გოგია კენკიშვილი და ხარება ჯიბუტი თანამებრძოლებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ჯიბუტი, ხარება სიმონის ძე (?-1937)
კენკიშვილი, გოგია (?-1937)
სიმონიშვილი, ზაალ (ზალიკო)
რაზმი
ტყის ძმები
თოფი
ფალასკა
პატრონტაჟი
სავაზნე ჩანთა
რეზიუმე: გოგია კენკიშვილი - დაიბადა თელავის ახლოს სოფელ გულგულაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის ერთი "ტლუ" ბიჭი ყოფილა, წერა- კითხვის უცოდინარი ბავშვობა და სიჭაბუკე მეძროხედ გაუტარებია. რაღაცაზე ცილი დასწამეს და დააპატიმრეს, მაგრამ 1906 წელს გამოიქცა ციხიდან და შეუერთდა რაზმელებს. გოგია ბოლომდე დარჩა რიგით რაზმელად, მაგრამ დიდი სახელი დატოვა. ხარება სიმონის ძე ჯიბუტი - ზედმეტსახელად "ლეკი" თუში იყო. დაიბადა სოფელ ართანაში. არსებობს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი გურიიდან გადმოსულა კახეთში. მას არავითარი განათლება არ ჰქონია, მაგრამ წერა კითხვა კარგად სცოდნია. ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაუტარებია. 1905 წელს გაუცნია თელავის მაზრაში ცნობილი რევოლუციონერ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე და მისი მეშვეობით დაკავშირებია არალეგალურ წრეებს. სიდამონიძის დავალებით ხარება ხშირად ჩამოდიოდა თბილისში პარტიული დავალებების შესასრულებლად
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია. მარცხნიდან: ხარება ჯიბუტი, მესამე - ზალიკო სიმონიშვილი. ზის: გოგია კენკიშვილი
მფლობელი: თელავის ისტორიული მუზეუმი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Tyis_Dzmebi-015.jpgრექტო199.38 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Tyis_Dzmebi-016.jpgვერსო224.89 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება