Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54632
Title: ექვთიმე თაყაიშვილი და ზურაბიშვილების ოჯახი
Keywords: ჯგუფური ფოტო
ზურაბიშვილი, ივანე (ვანო) ივანეს ძე (1872-1940)
ნიკოლაძე-ზურაბიშვილისა, ნინო ნიკოლოზის ასული (1873-1959)
თაყაიშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე (1863-1953)
ზურაბიშვილი, ტარიელ არჩილის ძე (1930- )
ემიგრაცია
ემიგრანტები
Abstract: ექვთიმე თაყაიშვილი – ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან). 1921-1945 წწ. ცხოვრობდა საფრანგეთში. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ივანე (ვანო) ზურაბიშვილი - იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტი, სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის ხელმძღვანელი, თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე და ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია – ჯერ სტამბულში, 1924 წლიდან – პარიზში. მეუღლე ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა. შვილები - არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები. ივანე ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია ლევილში. ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა – ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი. ივანე ზურაბიშვილის მეუღლე. არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილების დედა. ტარიელ ზურაბიშვილი – არჩილ და რეი ზურაბიშვილების ვაჟი. ივანე და ნინო ზურაბიშვილების შვილიშვილი.
Description: მარჯვნიდან: ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნინო ნიკოლაძე-მაკაროვა და ტარიელ ზურაბიშვილი (ბავშვი, კალთაში უზის ბებიას). გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია.
Owner: სალომე ზურაბიშვილი
Appears in Collections:ქართველები საზღვარგარეთ

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Ivane_Zurabishvili_Ekvtime_TayaiSvili.jpg303.98 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.