ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/546618
სათაური: | ტფილისის საზოგადოების შეხვედრა ოლივერ უორდროპთან |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური უორდროპი, ოლივერ (1864-1948) ბრიტანულ-ქართული ურთიერთობები ბრიტანელი დიპლომატი მთარგმნელი ქართველოლოგი ბრიტანელი ქართველოლოგი მკვლევარი |
გამოცემის თარიღი: | Oct-1919 |
რეზიუმე: | ჯონ ოლივერ უორდროპი - ბრიტანელი დიპლომატი, ქართველოლოგი, მკვლევარი და მთარგმნელი. გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1919–1921). მისი და, მარჯორი უორდროპი აგრეთვე მთარგმნელი და ქართველოლოგი იყო. 1919 წლის ივლისში ოლივერ უორდროპი თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ნოე ჟორდანიას მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ცდილობდა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ პერიოდის ევროპაში, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს გეორგიკა. ქართველოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მისმა დამ, მარჯორიმ, რომელმაც ვეფხისტყაოსანი ინგლისურად თარგმნა. ოლივერ უორდროპი აქტიურად თანამშრომლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტთან და ბრიტანეთის მუზეუმთან, ის შეიძლება ჩაითვალოს ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად |
მფლობელი: | საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | დეპოზიტარიუმი |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Songhulia (79).jpg | რექტო | 146.22 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
Songhulia (72).jpg | ვერსო | 138.95 kB | JPEG | ![]() ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება