ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/54928
სათაური: საიათ ნოვას დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი
საკვანძო სიტყვები: მოსაწვევი ბარათი
გალა–კონცერტი
300 წლისთავი
საიათ ნოვა
სარგისიანი, სერჟ
სომხეთის პრეზიდენტი
18 ივნისი
გამოცემის თარიღი: 2014
რეზიუმე: საიათ ნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) დაიბადა თბილისში, 1712 წელს. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში, ახპატის მონასტერში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს, დაკრძალულია თბილისის სურფგევორქის ეკლესიაში
აღწერილობა: საიათ ნოვას 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; მოსაწვევი დაბეჭდილია ქართულ და სომხურ ენებზე
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Saiatnova.pdf259.31 kBAdobe PDFგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება