ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/59147
სათაური: თამარ ჭავჭავაძე ბაგრატიონ–გრუზინსკაია
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ჭავჭავაძე ბაგრატიონ–გრუზინსკაია, თამარ (1850-1931)
რეზიუმე: თამარ ჭავჭავაძე ბაგრატიონ-გრუზინსკაია – ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების ძმის, დავითის შვილი 5 წლის თამარი ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში. განთავისუფლების შემდეგ იზრდებოდა საუკეთესო პირობებში. შესანიშნავად უკრავდა, იყო ტრფიალი პოეზიისა და მხატვრობისა. მეუღლის _ ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ორ ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა და ვენეციაში დასახლდა. უცხოელებს, თამარი აცნობდა თავისი ქვეყნის კულტურას. შექმნა ქართული ნივთების მუზეუმი, იცხოვრა პარიზში, დრეზდენში, რომში. შვილებს _ ეკატერინესა და ელისაბედს მიაღებინა უმაღლესი განათლება. იგი შვილებთან ერთად დაბრუნდა თბილისში. ელისაბედი თსუ-ში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას. იყო თსუ-ს პროფესორი, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: დამანა მდივნიშვილი
შესულია კოლექციებში:დამანა მდივნიშვილის კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Mdivnishvili_Damana-117.jpg131.3 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება