Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/61272
Title: ქართველი მეცნიერები და პროფესორები სტუდენტებთან ერთად
Keywords: წერეთელი, ალექსანდრე იოსების ძე (1889-1967)
ნათაძე, გრიგოლ იასონის ძე (1878-1951)
ჯავახიშვილი, ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940)
კეკელიძე, კორნელი სამსონის ძე (1879–1962)
ახვლედიანი, გიორგი სარიდანის ძე (1887-1973)
წერეთელი, ალექსანდრა (შურა)
Abstract: ალექსანდრე წერეთელი — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927). გრიგოლ ნათაძე - ისტორიკოსი, მსოფლიო მედიევესტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში. ივანე ჯავახიშვილი - ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი. კორნელი კეკელიძე – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი. გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.
Description: სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ალ.წერეთელი, გიგო ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრა (შურა) წერეთელი. გადაღების თარიღი უცნობია
Owner: დამანა მდივნიშვილი
Appears in Collections:დამანა მდივნიშვილის კოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Kartveli_Mamakacebi_ (173).jpg739.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.