ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/61272
სათაური: | ქართველი მეცნიერები და პროფესორები სტუდენტებთან ერთად |
საკვანძო სიტყვები: | წერეთელი, ალექსანდრე იოსების ძე (1889-1967) ნათაძე, გრიგოლ იასონის ძე (1878-1951) ჯავახიშვილი, ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940) კეკელიძე, კორნელი სამსონის ძე (1879–1962) ახვლედიანი, გიორგი სარიდანის ძე (1887-1973) წერეთელი, ალექსანდრა (შურა) |
რეზიუმე: | ალექსანდრე წერეთელი — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927). გრიგოლ ნათაძე - ისტორიკოსი, მსოფლიო მედიევესტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში. ივანე ჯავახიშვილი - ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი. კორნელი კეკელიძე – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი. გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი. |
აღწერილობა: | სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ალ.წერეთელი, გიგო ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრა (შურა) წერეთელი. გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | დამანა მდივნიშვილი |
შესულია კოლექციებში: | დამანა მდივნიშვილის კოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Kartveli_Mamakacebi_ (173).jpg | 739.28 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება