ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/62337
სათაური: მარგალიტა წერეთელი და აიდარ აბაშიძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1966)
წერეთელი, მარგალიტა
რეზიუმე: ჰაიდარ აბაშიძე - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905–08 სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913–იდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ; ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს, მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 აჭარიდან გაასახლეს. 1918–20 იყო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი. მარგალიტა წერეთელი - იყო პირველი ქალბატონი, რომელმაც უჩადროდ გაიარა ბათუმის ქუჩებში.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: დამანა მდივნიშვილი
შესულია კოლექციებში:დამანა მდივნიშვილის კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
cereteli da aidar abashidze.JPG191 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება