ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/630
სათაური: მიშელ დარიალი
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი
ღია ბარათი
ნანობაშვილი, მიხეილ იროდიონის ძე (მიშელ დარიალი) (1878–?)
რეზიუმე: მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი)- უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი (ტენორი. ხალგაზრდობაში თბილისში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. 1896 წელს შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიაში, შემდეგ კი მეცადინეობდა პროფესორ გაბელთან.1900 წელს გაემგზავრა იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად, სწავლობდა მილანში. 1908-1924 წლებში ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერის“ მომღერალი იყო. გასტროლებს მართავდა იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ესპანეთში, რუსეთში; ეწვია თბილისსაც (1911, 1920). ნანობაშვილს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხავერდოვანი ხმა, ვირტუოზული ტექნიკა, აღსანიშნავია მის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული პარტიები; რაული (მეიერბერის „ჰუგენოტები“), ფაუსტი (ბოიტოს „მეფისტოფელი“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), ვერთერი (მასნეს „ვერთერი“) და სხვა.
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
dariali (nanobashvili) misheli.+.jpgრექტო192.99 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
dariali (nanobashvili) misheli.+.1.jpgვერსო207.44 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება