ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/63497
სათაური: დავით დადიანი
საკვანძო სიტყვები: დადიანი, დავით ლევანის ძე (1813-1853)
პორტრეტი
სამხედრო ფორმა
რეზიუმე: დავით დადიანი - სამეგრელოს მმართველი 1840 წლიდან, მისი მამის, ლევან დადიანის, გარდაცვალების შემდეგ გახდა, თავის სამთავროში ინვესტიციების მოზიდვის მცდელობასა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად პროგრესული რეფორმების მთელი სერია განახორციელა. იგი კულტურულ, მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობაშიც ღრმად იყო ჩართული. მაგალითად, 1838 წელს დავითი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი დადიანების მუზეუმისა სამეგრელოს მთავარ ქალაქში - ზუგდიდში. მანვე გამოიჩინა არქეოლოგიური გათხრების დაწყების ინიციატივა ნოქალაქევში, სამეგრელოს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მითიური ქალაქი "აია" მდებარეობდა და საიდანაც, გადმოცემით, არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს. 1853 წლის აგვისტოში 42 წლის ასაკში დავითი მალარიით დაავადდა, ერთი თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. ამ დროისათვის ეკატერინე 37 წლის იყო. რამდენადაც დავითის მემკვიდრე, ნიკო დადიანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ძალაუფლება ჩაებარებინა, სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი ეკატერინე გახდა. მან დავითის მეგობარი, პლატონ იოსელიანი, მთავარ მრჩევლად დანიშნა. პლატონი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში და ბავშვების მეურვეობაც ითავა. ეკატერინე აგრძელებდა დავითის მიერ დასახული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას, რომლის ქვაკუთხედს ურჩი ფეოდალებისა და ამპარტავანი მღვდლების დაშოშმინება და ეკლესიის შემოსავლების კონტროლი წარმოადგენდა.
მფლობელი: დამანა მდივნიშვილი
შესულია კოლექციებში:დამანა მდივნიშვილის კოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Dadiani.jpg445.07 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება