ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/64095
სათაური: დავით მდივანი მეუღლესთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
მდივანი დავით ზაქარიას ძე (1905-1984)
ემიგრანტები
რეზიუმე: დავით მდივანი - დაიბადა ნიკოლოზ II–ის ამალის გენერალ–მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ქართულად აღზრდილი ნახევრად პოლონელი ელისაბედის ოჯახში. ზაქარიამ შეძლო უფროსი შვილებისათვის (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობენ. 1921 წ. მდივნების ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, საბოლოოდ კი პარიზში. დავითმა ძმის სერგის მსგავსად მალე დატოვა საფრანგეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. დავითმა ძმასთან სერგისთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია "pacifიc Shore Oil go" დაარსა. II მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური. 44 წლის ასაკში დავით მდივანი "სინკლერ ოილის" პრეზიდენტის ჰენრი სინკლესრის ქალიშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი მაიკლი შეეძინა. თუმცა არ ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. 1964 წ. ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია, ისევე როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წ. ვირჯინია სინკლერ–მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30 მილიონიანი ქონება დაუტოვა
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ლევან ურუშაძე
შესულია კოლექციებში:ქართველები საზღვარგარეთ

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Z_Mdivani.jpg79.85 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება