Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/64846
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2014-11-24T08:32:42Z-
dc.date.available2014-11-24T08:32:42Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/64846-
dc.descriptionმარჯვნიდან მეორე - პოლიო ირეთელი; მესამე - ცეცილია კალანდაძე. ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობიაen_US
dc.description.abstractპოლიო ირეთელი (პოლიექტოს კალანდაძე)- 19-20 ს. მწერალი დრამატურგი პუბლიცისტი. პ. ირეთელი მრავალი პიესის და მოთხრობის ავტორია. დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა ""დამარცხებულნი" და მის მიერ ე. ნინოშვილის მოთხობებიდან გადმოკეთ ებული "ქრისტინე" და მრავალი სხვა. პ.ირეთელი მუშაობდა თარგმანზე. მას ეკუთვნის ლევ ტოლსტოის რომანის "აღდგომა" ის პირველი თარგმანი. 1908 წ. სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი" შუამავალი". 1911წ. მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი "სალამურა", იგი მონაწილეობდა მესამე დასელთა ყველა ჟურნალ გაზეთში, აკაკის "ხუმარაში", იყო რედაქტორი ჟურნალისა "სხივი" და მრავალი ჟურნალის აქტიური თანამშრომელი. შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, პოლიო ირეთელი, გიორგი ქუჩიშვილი და გალაქტიონ ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ პოლიო ირეთელის ქალიშვილს პატარა ცეცილია კალანდაძეს მიუძღვნეს ალბომი სადაც მათი ხელითაა ჩაწერილი ცეცილიასადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი. 1925წ. თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართა პოლიო ირეთელის სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. მისი ნაწარმოები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. 1946 წ. გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და 1964 წ. კი კრებული "კედელი". პოლიო ირეთელი მეუღლესთან ნადეჟდა რევაზის ასულ ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე. ცეცილია კალანდაძე - ვახტანგ ელიოზიშვილი ერისთავის მეუღლე. ცნობილი მწერლის პოლიო ირეთელის და ნადეჟდა ამირეჯიბის ქალიშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე. სამოცამდე კვლევის, არაერთი მონოგრაფიის და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectკალანდაძე, პოლიექტოს ანტონის ძე (1876-1931)en_US
dc.subjectკალანდაძე, ცეცილია პოლიექტოს ასული (1914-2001)en_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectეროვნული სამოსიen_US
dc.titleპოლიო ირეთელი ქალიშვილთან, ცეცილია კალანდაძესთან და ნათესავებთან ერთადen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმარინა ელიოზიშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Cecilia_kalandadze_Polio ireteli.jpg690.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.