ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/64846
სათაური: პოლიო ირეთელი ქალიშვილთან, ცეცილია კალანდაძესთან და ნათესავებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: კალანდაძე, პოლიექტოს ანტონის ძე (1876-1931)
კალანდაძე, ცეცილია პოლიექტოს ასული (1914-2001)
ჯგუფური ფოტო
ეროვნული სამოსი
რეზიუმე: პოლიო ირეთელი (პოლიექტოს კალანდაძე)- 19-20 ს. მწერალი დრამატურგი პუბლიცისტი. პ. ირეთელი მრავალი პიესის და მოთხრობის ავტორია. დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა ""დამარცხებულნი" და მის მიერ ე. ნინოშვილის მოთხობებიდან გადმოკეთ ებული "ქრისტინე" და მრავალი სხვა. პ.ირეთელი მუშაობდა თარგმანზე. მას ეკუთვნის ლევ ტოლსტოის რომანის "აღდგომა" ის პირველი თარგმანი. 1908 წ. სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი" შუამავალი". 1911წ. მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი "სალამურა", იგი მონაწილეობდა მესამე დასელთა ყველა ჟურნალ გაზეთში, აკაკის "ხუმარაში", იყო რედაქტორი ჟურნალისა "სხივი" და მრავალი ჟურნალის აქტიური თანამშრომელი. შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, პოლიო ირეთელი, გიორგი ქუჩიშვილი და გალაქტიონ ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ პოლიო ირეთელის ქალიშვილს პატარა ცეცილია კალანდაძეს მიუძღვნეს ალბომი სადაც მათი ხელითაა ჩაწერილი ცეცილიასადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი. 1925წ. თბილისში რუსთაველის თეატრში გაიმართა პოლიო ირეთელის სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. მისი ნაწარმოები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. 1946 წ. გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და 1964 წ. კი კრებული "კედელი". პოლიო ირეთელი მეუღლესთან ნადეჟდა რევაზის ასულ ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე. ცეცილია კალანდაძე - ვახტანგ ელიოზიშვილი ერისთავის მეუღლე. ცნობილი მწერლის პოლიო ირეთელის და ნადეჟდა ამირეჯიბის ქალიშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე. სამოცამდე კვლევის, არაერთი მონოგრაფიის და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
აღწერილობა: მარჯვნიდან მეორე - პოლიო ირეთელი; მესამე - ცეცილია კალანდაძე. ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Cecilia_kalandadze_Polio ireteli.jpg690.28 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება