ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65329
სათაური: | ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი, გიორგი ელიოზიშვილი და რიმა ერისთავი |
საკვანძო სიტყვები: | ელიოზიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე (1908-1930) ელიოზიშვილი-ერისთავი, ვახტანგ (1909-1999) ერისთავი, რიმა ნიკოლოზის ასული (1902-1982) |
გამოცემის თარიღი: | 1912 |
რეზიუმე: | ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი - ექიმი, მხატვარი, მემუარისტი, საზოგადო მოღვაწე. გიორგი ელიოზიშვილი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის ძმა. დაიბადა მეჯვრისხევში, ერისთავების საგვარეულო სასახლეში. საშუალო განათლება მიიღო გორში. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ქ. მარსელში, “ინჟინერ-ელეკტრიკოსის” სპეციალობით. ცხოვრობდა პარიზში, სადაც 1930 წ. მოხვდა საავტომობილო კატასტროფაში და გარდაიცვალა 21 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე. რიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი. ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. |
აღწერილობა: | მარცხნიდან: ვახტანგ ელიოზიშვილი, გიორგი ელიოზიშვილი და რიმა ერისთავი |
მფლობელი: | მარინა ელიოზიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Eliozishvili (64).jpg | 353.1 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება