ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65645
სათაური: | მურთაზ ხურცილავა და ლევან თედიაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო თედიაშვილი, ლევან (1948) |
რეზიუმე: | ლევან თედიაშვილი - ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ. მურთაზ ხურცილავა — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი და წევრი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1966 და 1970 წლების ჩემპიონატებში, ევროპის 1968 და 1972 წლების ჩემპიონატებში, ასევე 1972 წლის ოლიმპიადაზე. 1998–99 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. 2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი. |
აღწერილობა: | გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ლაშა გოდუაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Murtaz Khurtsilava - 021.jpg | 310.53 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება