Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65816
Title: | მიხეილ რევაზის ძე ერისთავი |
Keywords: | ერისთავი, მიხეილ რევაზის ძე (1861-1924) პორტრეტი |
Abstract: | მიხეილ ერისთავი - დაიბადა სოფელ კარალეთში. მამამისი რევაზ ერისთავი იყო მეფე ერეკლე II-ის ქალიშვილის ანასტასია ბატონიშვილის ქალიშვილის შვილიშვილი. მიხეილმა პირველდაწყებითი განათლება მიიღო კერძო პანსიონატში, რის შემდეგ დაამთავრა უმანის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი (რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი). მიიღო აგრონომიის დარგში I თანრიგის ატესტატი და დაუბრუნდა თავის მამულს. მიხეილ ერისთავმა ამ დროიდან დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შემოტანა და დანერგვა. 1924 წლის აგვისტოში საყოველთაო შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოების ყველა ფენა, მას შესაბამისად მოჰყვა საყოველთაო ტერორი, რაც განსაკუთრებით იწვნიეს საქართველოს თავად-აზნაურობამ და ინტელიგენციამ. ერთ-ერთი ასეთი ტერორის მაგალითია ქსნის ერისთავის მიხეილის და მისი შვილის - რევაზის დახვრეტა კარალეთის ე.წ. " წითელრაზმელების", მიერ, თვითნებურად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. |
Description: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
Owner: | მარინა ელიოზიშვილი |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Eliozsishvili_Marina_103.jpg | 297.73 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.