ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65816
სათაური: | მიხეილ რევაზის ძე ერისთავი |
საკვანძო სიტყვები: | ერისთავი, მიხეილ რევაზის ძე (1861-1924) პორტრეტი |
რეზიუმე: | მიხეილ ერისთავი - დაიბადა სოფელ კარალეთში. მამამისი რევაზ ერისთავი იყო მეფე ერეკლე II-ის ქალიშვილის ანასტასია ბატონიშვილის ქალიშვილის შვილიშვილი. მიხეილმა პირველდაწყებითი განათლება მიიღო კერძო პანსიონატში, რის შემდეგ დაამთავრა უმანის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი (რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი). მიიღო აგრონომიის დარგში I თანრიგის ატესტატი და დაუბრუნდა თავის მამულს. მიხეილ ერისთავმა ამ დროიდან დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შემოტანა და დანერგვა. 1924 წლის აგვისტოში საყოველთაო შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოების ყველა ფენა, მას შესაბამისად მოჰყვა საყოველთაო ტერორი, რაც განსაკუთრებით იწვნიეს საქართველოს თავად-აზნაურობამ და ინტელიგენციამ. ერთ-ერთი ასეთი ტერორის მაგალითია ქსნის ერისთავის მიხეილის და მისი შვილის - რევაზის დახვრეტა კარალეთის ე.წ. " წითელრაზმელების", მიერ, თვითნებურად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია |
მფლობელი: | მარინა ელიოზიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Eliozsishvili_Marina_103.jpg | 297.73 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება