ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/65914
სათაური: | სტუდენტური ორგანიზაცია "ივერია" |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო კერესელიძე, ლეო მათეს ძე (1885-1943) წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) (1878-1965) კერესელიძე, გიორგი მათეს ძე (1885-1960) |
რეზიუმე: | ლეო კერესელიძე - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი. საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" (1924), რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,1942 წ. მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. იგი 1943 წელს იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა. 1942-1943 წლებში ქართული ეროვნული კომიტეტის თავჯდომარე ბერლინში. გიორგი კერესელიძე - ჟენევაში გამომავალი გაზეთის "თავისულფალი საქართველო"-ს დამფუძნებელი, ლეო კერესელიძის ძმა |
აღწერილობა: | მარცხნიდან სხედან: პირველი - გიორგი კერესელიძე. მეოთხე - ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი. ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია |
მფლობელი: | მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი |
შესულია კოლექციებში: | ქართველები საზღვარგარეთ |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Shalikashvili-002 (29).jpg | 248.52 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება