ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/67928
სათაური: შალვა მიქელაძე სამხედრო შეკრებაზე
საკვანძო სიტყვები: მიქელაძე, შალვა ექვთიმეს ძე (1895-1976)
სამხედრო პირი
სამხედრო ფორმა
მათემატიკოსი
რეზიუმე: შალვა მიქელაძე - აკადემიკოსი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, გამოთვლითი მათემატიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი. 1915 წელს, ბაქოს საშუალო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი კონკურსით აბარებს პეტროგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ, უმაღლესი შედეგებით ამთავრებს პეტროგრადის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელს, საიდანაც იწყება მისი სამხედრო კარიერა. 1917-24 წლებში, შალვა მიქელაძე სამხედრო სამსახურშია, სახელდობრ: 1917-18წ.წ. – კავკასიის ფრონტზე, მე-4 მესანგრე ათასეულის საინჟინრო პარკის უფროსი; 1918-1924წ.წ. – თბილისის მესანგრე ათასეულის სატელეგრაფო ასეულის უფროსი; პირველი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე კავშირის ხაზით; ცალკე საკავშირო ასეულის უფროსი და საკავშირო კურსების ინსპექტორი.
აღწერილობა: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: მერაბ მიქელაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Shalva_Mikeladze_5.jpg927.48 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება