ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/69356
სათაური: ვენერა კუხალეიშვილი, ერმინე ციმინტია, ვალერიან (ვალიკო) ციმინტია და ვენედიქტე (ვენე) ციმინტია ზუგდიდში
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ციმინტია, ერმინე ფუცორას ძე (1898-1990)
ციმინტია, ვალერიან (ვალიკო) ერმინეს ძე
ციმინტია, ვენედიქტე (ვენე) ერმინეს ძე (1926-2012)
კუხალეიშვილი, ვენერა
ზუგდიდი
გამოცემის თარიღი: 1932
რეზიუმე: ერმინე ციმინტია - დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში. დაამთავრა ჯვარის ორწლიანი სასულიერო სემინარია. 1919 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1921 წლიდან იყო ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის განსაკუთრებული რაზმის რიგითი წევრი. შემდგომ დაამთავრა ქალაქ ფოთის პირველი საფეხურის პარტიული სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. 1940-44 წწ. იყო ხობისა და აბაშის რაიონების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების უფროსი. 1944-50 წწ. მუშაობდა ქალაქ თბილისში, შემდგომ ქალაქ ზუგდიდში შინაგან საქმეთა სახელმწიფო დაცვის უშიშროების განყოფილების უფროსად. 1945 წელს იალტის კონფერენციაზე იყო მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურთა ("დიდი სამეული") დაცვაში. დაჯილდოებული იყო "წითელი ვარსკვლავის", "შრომის წითელი დროშის", "დიდი სამამულო ომის მეორე ხარისხის" ორდენებით. ჰყავდა ცხრა შვილი. ვენედიქტე (ვენე) ციმინტია - დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს საშუალო სკოლა (ოქროს მედალზე). უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. სპეციალობით აგრონომ-ეკონომისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სხვადასხვა კოლექტიურ მეურნეობაში, აგრონომად, ეკონომისტად. ყველაზე დიდხანს მუშაობდა ქალაქ ჯვარის კოლმეურნეობაში მთავარ ეკონომისტად
აღწერილობა: მარჯვნიდან: ერმინე ციმინტია, ვენედიქტე (ვენე) ციმინტია, ვენერა კუხალეიშვილი და ვალერიან (ვალიკო) ციმინტია
მფლობელი: კახაბერ ციმინტია
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kaxa_Cimintia-010.jpg260.54 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება