ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/70115
სათაური: დავით ქარცივაძე
საკვანძო სიტყვები: ქარცივაძე, დავით (1881-1924)
ეროვნული სამოსი
სამხედრო პირი
მეჩონგურე
რეზიუმე: დავით ქარცივაძე (დ. მეჩონგურე)- სამხედრო პირი, რევოლუციონერი. 1905 წლის რევოლუცია დაიწყო, ის სარიყამიშში ასრულებდა პორუჩიკის თანამდებობას. ამ დროს ის უკვე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. მან აიღო შვებულება და გამოემგზავრა საქართველოში. აქ ის აქტიურათ ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. დეკემბრის აჯანყების დროს ის ითვლებოდა სამხედრო ხელმძღვანელათ დასავლეთ საქართველოში. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. 1905 წ. ოფიცრობა მოძრაობას აშკარათ მტრობდა და მეფის მთავრობას ეკედლებოდა. ამიტომაც იყო, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს, დათიკო შეიპყრეს და მოუნდომეს გაუსამართლებლათ დახვრეტა. მხოლოდ გავლენიან პირთა ჩარევამ მეფის მოადგილის წინაშე იხსნა იმხანათ ამ განსაცთელისაგან თავდადებული მებრძოლი. 1906 წ. ის გაასამართლეს და გადაუწყვიტეს კატორღა. 1917 წ. რევოლუციამ ის გაანთავისუფლა ამ მძიმე სასჯელისაგან. დავით ქარცივაძე დახვრიტეს 1924 წელს
აღწერილობა: გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ნიკოლოზ უგრელიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Ugrelidze_03.jpg874.19 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება