ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/71097
სათაური: | ილია მაჩაბელი და სანდრო ახმეტელი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო ახმეტელი, ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე (1886–1937) მაჩაბელი, ილია ვასილის ძე (1891-1938) |
რეზიუმე: | ილია მაჩაბელი - იყო ნიკოლოზ დადიანი-მენგრელსკის მამულების მმართველი, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ილია თავის უფროს ძმას, გიორგის (პრინცი მაჩაბელი) საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ყველაზე სახიფათო და რთული დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. 1930-იან წწ. მუშაობდა თეატრის ადმინისტრატორად. 1930 წლის ზაფხულში მოაწყო რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში. 1937 წლის აპრილში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, დეკემბერში გაანთავისუფლეს და 1938 წელს დააპატიმრეს. ამავე წელს გაასამართლეს და დახვრიტეს კონტრევოლუციური მოღვაწეობის ბრალდებით. რეაბილიტირებული იქნა 1960 წელს; სანდრო ახმეტელი - რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი (1933), რეპრესირებული (1937). |
აღწერილობა: | მარცხნიდან: ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, ილია მაჩაბელი. |
მფლობელი: | ლევან თაქთაქიშვილი |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Sandro_Axmeteli_Ilia_Machabeli.jpg | 376.58 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება