ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/71747
სათაური: | ჰაიდარ აბაშიძე და იოსებ გრიშაშვილი |
საკვანძო სიტყვები: | ჯგუფური ფოტო აბაშიძე, ჰაიდარ ალის ძე (1893-1966) გრიშაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე (1889–1965) |
რეზიუმე: | ჰაიდარ აბაშიძე - საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905–08 სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913–იდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ; ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს, მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 აჭარიდან გაასახლეს. 1918–20 იყო "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი. მარგალიტა წერეთელი - იყო პირველი ქალბატონი, რომელმაც უჩადროდ გაიარა ბათუმის ქუჩებში. იოსებ გრიშაშვილი - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945) |
აღწერილობა: | ფოტოს გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია |
მფლობელი: | ლევან ურუშაძე |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ფოტომატიანე |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
HaidarAbashidze_IosebGrishashvili.jpg | 225.42 kB | JPEG | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება