ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/76967
სათაური: რიმა და თამარ ერისთავები მეგობრებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ერისთავი, თამარ კონსტანტინეს ასული (1885-1975)
ერისთავი, რიმა ნიკოლოზის ასული (1902-1982)
ემიგრანტები
ჯგუფური ფოტო
რეზიუმე: თამარ ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდა. დაიბადა მეჯვრისხევში, საგვარეულო სასახლეში. დაამთავრა ნიკოლოზ I ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, იყო მეუღლე ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავისა. ადრე დაქვრივდა. 1918 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც შემდგომში ჩაიყვანა ქალიშვილი რიმა. თამარს ხშირად სტუმრობდნენ რომანოვები და ბაგრატიონები. გარდაიცვალა 1975 წ. დაკრძალულია ლევილში. რიმა ერისთავი - ემიგრანტი, თამარ და ნიკოლოზ ერისთავების ქალიშვილი. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც “Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს. დაკრძალულია ლევილში
აღწერილობა: მარჯვნიდან: თამარ ერისთავი და რიმა ერისთავი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
marcxnidan 4 rima eristavi.jpg591.34 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება