ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77596
სათაური: ნადეჟდა (ნადია) ამირეჯიბი მეგობართან ერთად
საკვანძო სიტყვები: ამირეჯიბი, ნადეჟდა რევაზის ასული (1890-1939)
ჯგუფური ფოტო
ამირეჯიბები
გამოცემის თარიღი: 30-Nov-1903
რეზიუმე: ნადეჯდა ამირეჯიბი - დედა -ელისაბედ (ლიზა) გიორგის ასული მაისურაძე ამირეჯიბისა, მამა-რევაზ დიმიტრის ძე ამირეჯიბი, მეუღლე - ცნობილი მწერალი პოლიო ირეთელი, ნადეჯდა ამირეჯიბის მამული იყო ქართლში, ამირეჯიბების სოფელ ავლევში, მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. შემდეგ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, იყო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, იცოდა უცხო ენები, იყო ლიტერატურის მოყვარული და კარგი მცოდნე, განათლებული, შინაგანად დახვეწილი ბუნების, გამორჩეული გარეგნობის მქონე, უმშვენიერესი ქალბატონი. ნადეჯდა ამირეჯიბის და მისი მეუღლის მწერალ პოლიო ირეთელის ოჯახში თბილისში კერესელიძის ქუჩაზე, იკრიბებოდნენ მათი მეგობრები; გალაქტიონ ტაბიძე, შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, გიორგი ქუჩიშვილი, ცნობილი ქართველი მოღვაწე და მწერალი იოსებ იმედაშვილი, მსახიობი ვიქტორ ნინიძე, მიხეილ წულუკიძე, ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი და სხვა. ნადეჯდა ამირეჯიბის პაპა გიორგი მაისურაძე იყო პირველი ქართველი მხატვარი რეალისტი და პირველი ქართველი რომელმაც განათლება მიიღო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კარლ ბრიულოვის-სახელოსნოში. 1931 წელს გარდაიცვალა ნადეჯდა ამირეჯიბის მეუღლე პოლიო ირეთელი მაშინ მათი ქალიშვილი ცეცილია კალანდაძე 16 წლისა იყო. ნადეჯდა ამირეჯიბი მეუღლესთან პოლიო ირეთელთან ერთად დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე
აღწერილობა: მარჯვნივ-ნადეჟდა ამირეჯიბი
მფლობელი: მარინა ელიოზიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Nadejda_amirejibi-marjvniv.jpg383.77 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება