Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77980
Title: ჯემალ ცერცვაძე
Keywords: ცერცვაძე, ჯემალ
ხელბურთი
Abstract: ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1958-75) და სსრკ ნაკრებში (1959-72). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962-64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962-71), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67, 70), აქედან ორში (1964, 67) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) “ხელბურთის პელედ” მონათლეს. ყოფილ სსრკ სივრცეში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა (1980), რომელიც მის სახელს ატარებს.
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
Owner: ქართული სპორტის მუზეუმი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Xelburti034.jpg153.42 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.